მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს, ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს, გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს. დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს, წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია. და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, - უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია. მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან, თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი... თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1136
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის! ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის, სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის! ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი. მხოლოდ თეთრი შადრევნებით მოკისკისე ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით, მტანჯავს მსუბუქ მქროლი" აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი, და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი! მიჰქრის დალალგადაყრილი დოვინ-დოვენ-დოვლი: თოვლი, ფიფქი და აპრილი, ვარდისფერი თოვლი.
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1136
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1586
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა, დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა, მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა, დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა. და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა, და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1216
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს. და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ "კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში. და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ, მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს. ვიმახსოვრებდი ყოველ წამს, რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება, მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს, მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება. რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი, რადგანაც გული ბრმავდებოდა. მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა, მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი. და დედამიწა დაკარგული, დავიწყებული მიწის თილისმა, მუზების ჯარი. ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს, ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი, ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს, მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი… ცვალებადია, პოეზია არარსებული, ოკეანეა თვალებში ცრემლი………
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
976
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი? ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს, ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს? მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან, გონებას მირევს შენზე ოცნება, ვდგავარ კიდესთან,არ ვიცი რა ვქნა, უშენოდ როგორ გავძლო ამ ქვეყნად, ვდგავარ ქარში და ვდგავარ წვიმაში, მე ფიქრთან ერტად ვდგავარ კიდესთან, გადავდგავ ნაბიჯს და წავალ ზეცას, წავალ უშენოდ და ამ ფიქრებთან, გამაგებინა ნეტა სადა ხარ? ნეტა სადა ხარ ჩემო ღვთაებავ........................
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1024
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
|
|
მე მოვალ შენთან........ გაზაფხულის წვიმას მოვყვები.... მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას..... შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას....... მოვალ დაღლილი.... გათანგული ფიქრით და ლოცვით....... დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან...... დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის...... და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
კატეგორია:
ლექსები
|
ნანახია:
1132
|
დაამატა:
zukaa
|
თარიღი:
2011-04-04
| « 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 61 62 » |