ორშაბათი, 2025-07-21, 3:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
სისხლისფერ ოცნებებს შევეშვი,დამთავრდა
შემძულდა ნატანჯი თვეები წინ როა,
ტრიალებს უმიზნოდ ეს ბედის ბორბალი
ეს მერემდენეჯერ წყეული ზიროა.

ასფალტზე დაგდებულ ნაბიჯებს მივყვები
ეს შენი თვალები არ მიმზერს,მაბრაზებს
მომწყურდი,გინატრე,დამწყევლა ცდუნებამ
დახრჩობის პირამდე ვიოკებ ნაფაზებს.

შუა გაზაფხულს ვიცეკვებ ნუშებთან,
ვილოცებ ალუჩის პატარა კვირტებით
თავსხმა წვიმაში ვარსკვლავებს აგინთებ
ჩვენ ამ სამყაროს ძალიან ვჭირდებით.

ნესტიან დუქანში უკრავენ როიალს
ღვინოში დავახრჩვე სევდა და დარდები,
ასე ნუ მიმზერთ,საბრალო მგზავრი ვარ
ამ ჭიქას დავცლი და დაღლილი ავდგები.

გარიყულივით დავდივარ მარტო ვარ
ჯოჯოხეთს ვნატრულობ,მათხოვეთ ბებუთი,
ადგილი ვერ ვნახე მე ამ ცხოვრებაში,
სიყვარულს ვეღარ ვგრძნობ რამდენიც მეკუთვნის.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1029 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
გავუღებ გრძნობათა კარებს.
მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,
სევდას და შხამიან ნაღველს
და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ
დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.
შენ სუნთქვას შევხვდები ეული,
ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს
ჩავიკრავ გადარეული
მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1073 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

უფალო,დაიცევ მეფე და ქალაქი ჩემი,
მეფე,რომელ არს სული ჩემი
და ქალაქი,გვამი ჩემი
. კვდებოდა მეფე,მძიმედ,მეფურად,
არც დანანება,არც ლაპარაკი,
სიცარიელე ქალაქს ეხურა
და ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი.
ცივ სასახლეში იდგა სიბნელე,
ცივ სასახლეში მეფე კვდებოდა,
იყო დუმილი გასაკვირველი
და სინანული წვეთდა ზემოდან.
მაგრამ ზეიმი იყო ქალაქში
და თაყვანს სცემდნენ ყინულის კერპებს,
თან არ იცოდა სრულად არავინ,
რომ სასახლეში კვდებოდა მეფე.
ვეღარ უძლებდა ხალხი ქეიფებს
და გიჟდებოდა ჟივილ-ხივილით,
უკანასკნელად შეკრთა ხელმწიფე
როს უცნაური იგრძნო ტკივილი.
შეიძრა მიწა,შეიძრა ზეცა,
იყო გოდება,იყო ღაღადი
და აღმართული კერპიც დაეცა,
ისე უძლური,ვითარც ქაღალდი.
დაჰქროდა ქარი,გიჟი და შმაგი,
სასახლისგანაც დარჩა სართული,
თუმც ვერ ამჩნევდა ამას ქალაქი,
ყინულის კერპის გლოვით გართული.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1031 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ლამის გადაწვა ყველა სიმდიდრე,
ვერაგი მტრისგან დანთებულ ცეცხლმა.
და მაინც აღარ დაკარგა ფასი,
იუდას ხელში ჩავარდნილ ვერცხლმა.

მორღვეულია ყველა კარიბჭე.
დაწრწტილია სისხლი,ხორციდან.
მაგრამ დგას სული,შეურყეველი,
მკვდრეთით აღმდგარი,უფლის ლოცვიდან.

ცრემლს გაუფრთხილდით ავგაროზივით,
ჩემო დიდედო,დაო და დედავ.
მიმწუხრის ცაზე,ჩამავალ მზეში,
მაინც იმედის ნაპერწკალს ვხედავ.

მალე მენახოს ჩემი სამშობლო,
აღდგომის კართან – უფლის ლოცვითა.
ამას ველოდი! – იტყვის ლუხუმიც,
ქვეყნის ყველაზე მაღალ ბორცვიდან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ქალავ, ის მიყვარს მე შენი,
თავს რომ დაჰკიდებ მელადა,
პირდაპირ ცქერას ვერ ჰბედავ,
ვაჟთ ცქერას იმჩნევ წყენადა.
დრო-და-დრო გაგეღიმება
გულის საკლავად, ნელადა;
უხმლო ხმალს იქნევ, უხანჯლოდ
გულის გამხდარხარ მჭრელადა.
ჯერაც ატყვია ჩემს გულსა
შენგნით წყლულები ჭრელადა,
ოცგანაც კიდევ რომ დამჭრა,
ვერ გაგიხდები მტერადა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

შენი ფანჯრის წინ ამოვა მთვარე,
როგორც ყოველთვის იცოდა მოსვლა
და, უბინაო დღეებით მთვრალი,
ქალაქში ქარი დადის, ვით მოსე.

ვეჩვევი სულის უსაზღვრო უღრანს
და, მტარვალივით, საკუთარ სისხლს ვსვამ,
როცა ღამეა, მთელ ზეცას ვუღრენ,
როცა ღამეა, ან თითქმის სისხამ

დილიდან მარტის გრიგალი ყივის,
ტოტებზე დგება, როგორც მამალი,
დამაქვს უსაზღვრო შეგრძნება ყინვის
და ლექსის სითბოს მაინც არ ვმალავ.

დღეს, უსათუოდ, ამოვა მთვარე,
ასე უღმერთო დუმილით ყუმი
და, ცოფიანი მგელივით მთვრალი,
შენი მთვარის წინ დავიწყებ ყმუილს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 930 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

ლუდხანაში ზიხარ
და გკბენს ფიქრების კირჩხიბი,
დახლზე ხურდას აგორებ,
როგორც ბედის კამათელს,
გინდა, ახლა,
პირველად საკუთარ თავს ეჩხუბო...
ადექი და ცხოვრებას,
ან ხალხს შეეკამათე

უმნიშვნელო თემისთვის,
თუნდაც სულ არაფერზე,
დაამტვრიე კათხა
და ხის მაგიდა სამფეხი,
მთვრალი ხარ
და დილაა სიურეალისტური,
პოეტურად უსწრებ
და დროს არასდროს აფერხებ.

თბილისის მზე არ გათბობს,
შენთვის მხოლოდ ღერბია
(რაღაც მელანქოლიურს მოასწავებს ამინდი)
იმ ცის, შავი ღრუბლები
ყოველ დღე რომ ღებავენ.
დღესაც წვიმა იქნება,
ჰოდა, სწორედ ამიტომ,

სულის სითბო, მცირედი,
შენ რომ მოგესაკლისა,
ქოლგასავით გაშალე
და წვიმაში იარე,
სიცოცხლეა, ბევრისთვის,
ცაში ფრენა a კლასით,
შენ - ყოველთვის გაწუხებს
ამ ცხოვრების იარა.

გამოდი და
ქუჩაში წაიკითხე ლექსები,
ჯანდაბამდე წასულა დანარჩენი ამაო,
ყველა გამვლელს, ქალაქში,
მოთმინება ევსება,
შენ ჯიუტად დგახარ
და უცხო როლებს თამაშობ.

ეტიკეტის წესს
იცავს, შავ სმოკინგით, გასტონი,
ბნელ ოთახში მარტო ხარ,
არავინ გყავს მოკეთე,
ეჭვი გაქვს,
რომ დილამდე უეჭველად გასტანო,
დაღლას გრძნობ და სამყაროს
თეთრ დარაბებს მოკეტავ...

ჩვენ გვაქვს საერთო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1008 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0