ორშაბათი, 2025-07-21, 9:00 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო, სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ცა კი, ცა, ფიქრისგან დანისლული,
ისევ შენზე უფრო ლამაზია,

მიყვარს შენთან ჩხუბი, აფსურდია
ჩვენი ერთად ყოფნა თავიდანვე,
არა არასოდეს დაგივიწყებ,
მაგრამ ვერასოდეს შეგიყვარებ,

და ხო, გეუბნები მენატრები,
ღმერთო რა უღმერთოდ შეგიყვარე,
ჰოდა არ გაბედო უარის თქმა,
რომ კვლავ ოცნებაში დამიღამდეს,

ვეძებ მარტოობის ყველა წამს და
ძლიერ ამ ძებნაში დავიღალე,
მიწას ხელით ვთხრი და არ მაღელვებს
თუკი ამ ორმოში დამმარხავენ,

ვიცი სიგიჟემდე არ გიყვარვარ,
ღამეს არაფერი დააბრალო,
ისე, სულ უბრალოდ, მომატყუე,
რომ კვლავ ერთმანეთი გავაბრაზოთ,

ღამე უშენობა მხოლოდ გამახარებს,
უფრო სიყვარულიც ჩვენთვის თამაშია,
ღმერთს შენ არასოდეს ყვარებიხარ,
რადგან მასზე უფრო ლამაზი ხარ.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1018 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ვარ დანგრეული ციხის კარიბჭე,
ვარ დასეტყვილი ყურძნის მტევანი...
სისხლი გაწყალდა, წყალი დამიშრა,
გული კი მაინც ფეთქავს, ვერანი.

ან მოთმინების რაღა ძაფი გაქვს_
შენ გეკითხები, მიქელ-გაბრიელ,_
რაც მე "სიკვდილო!" დამიძახია,
ეგ ცივი ხელი რით ვერ დამრიე?!

რით ვერ მომძებნე?! რით ვერ მიპოვნე?!
სად დააფეთებ თვალებს_უფსკრულებს?
რად მაწერინებ ამ შხამ-სტრიქონებს?!
კაცს ბოლო ნატვრას რად არ უსრულებ?!

რომ გყავდე ახლა მარჯვედ კლანჭებში,
სატრფოს ცრემლისთვის ერთ ცისკარს გთხოვდე,
ვინ გაგიშვია, მე რომ გამიშვა?
არ გამიშვებდი, ხომ ვიცი, ჰოდა:

სანამ თვალებში ძალმიძს ჩაგხედო,
სანამ დამამტვრევს საწუთრო მხრებში_
სანამ გეძახი, (თავო, თავხედო!)
სანამ დაგეძებ, (თავო, თავხედო!)
სანამდე გნატრობ, (თავო, თავხედო!)
მოდი და ბოლო თასივით შემსვი!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1072 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ნუღარასოდეს დამაჯერებ მორიგ სასწაულს,
ნუ დამაჯერებ, რომ დღეს გულში მართლა გიკრავდი,
ნუ დამაჯერებ, რომ ერთხელაც ორნივ მთას წავალთ,
ნუ დამაჯერებ, რომ ეს კერპი ბიჭი გიყვარდა_
თუნდაც სულ ერთი, ცაზეთვალისმოწყვეტა წამით...
ნუ დამაჯერებ! მე შენამდე დავწვი ზღაპრებიც...
და ყველა ჩემი სულისსიმებდაწყვეტა გამა
წაიღო ქარმა. მზეც ჩამიქრეს და ჩირაღდნებიც.
ჰოდა, მივყვები ჩემს გზაწვრილებს ხელის ცეცებით,
ბოლო ღიმილი დამივარდა ბებრისციხესთან_
მერცხლის ბარტყივით... და თვალები_შენი მერცხლები,
რომ აწრიალდნენ, დამიმშვიდე, შენს გზებს მიხედონ,_
იქნებ შენ მაინც მოიხილო გაღმა ნაპირი,
მე რომ ბავშვობის სიზმრებიდან ასე მეცნობა.
ოღონდ, შენ მაინც აღარაფერს აღარ დამპირდე!
შენ ერთმა მაინც მაპატიე ყველა შეცდომა.
მერე კი შენი ტყვიისფერი, მძიმე ზეციდან
ზამთრის შიშები ჩამოხსენი_ცივად აშუქებს.
და მაინც, უცხო ქვეყნის ცისქვეშ რომ არ შეგცივდეს,
მე ხელისგულზეგაზამთრებულ ჩემს მზეს გაჩუქებ.
ოღონდ, შენ ნუღარ დამაჯერებ მორიგ სასწაულს...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1018 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ეს ვერერთგულებაც მაპატიე,
(უკვე რახანია ჩემთან არ ხარ),
თურმე სიშორეც კი ღალატია,
ღამეს უძილობა ჩაენაცვლა...
ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი
სევდის,
გარინდება არ მჩვევია,
მთვარე ჩამშვებია, არაკაცი,
გრძნობებს აშიშვლებს და
ალერგია
მგონი დამემართა უშენობის,
წამებს ნაფაზებში ვასამარებ,
სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის,
უფრო მომენატრე,
განა რამე...
ყეფით ამედევნა წარსული და
მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე,
ყველა ღალატი ხომ ფარულია,
ეს ვერერთგულებაც მაპატიე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

მოვდიოდი. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდი.
გაგიჟებით მოვანგრევდი ტალღებს.
არ მეგონა, ასე მწარედ შევცდებოდი.
არ მეგონა, ავიტანდი ამდენს.

მოვდიოდი. შემოვცვითე ქვეყნად გზანი.
დარდიანი თალებს ცრემლით ვირეცხავდი.
საყვარელო, მე ამ წუთას შეგიცანი,
ახლა უფრო ძვირფასი ხარ ვიდრე მყავდი.

მაპატიე, სანატრელო, ყველაფერი,
მაპატიე, ცრემლიანი ღამეები.
რაღას ველი? რაღა მინდა? არაფერი.
თვალწინ მიდგას შენი წმინდა ბაგეები

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1016 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

ამრი_დამრია სხეულის ეშხმა.

ამრი-დამრია ამ გზების სივრცემ.

ამრი-დამრია თვალების ცეცხლმა.

მთელი დღეები მხოლოდ ერთს გიცქერ.

რა ვქნა?ყოველ წამს მე ვფიქრობ შენზე.

კარებთან როგორც ფინია გიცდი.

შენს სიყვარულს ვარ მოშიებული.

ახლა ავხადე გრძნობებს ფარდები.

მათხოვარივით მოციებული

ვოცნებობ, ერთ დღეს შეგიყვარდები.

შენ მდიდარი ხარ, მე კი ღარიბი.

შენა გაქვს სარკე, მე კი მაქვს გუბე.

შენ მცინარი ხარ, მე კი არიფი.

ცრემლით სავსე მაქვს დამშრალი უპე.

და ერთხელ, როცა გადამეტდები.

მოვალ. მოგახლი მხოლოდ ჩემს სათქმელს.

გზად რომ შემთხვევით გადამეყრები,

გონებრივ წიგნში მოვძებნი სარჩევს.

და როცა ერთ დღეს, გიხილავ ჩემად,

მაშინ ვიქნები მე გრძნობის ღმერთი.

ვფიქრობ, ტკივილი ყოველთვის რჩება,

გამქარვებელი შენა ხარ ერთი.

შენს ტკბილ ბაგეს და სხეულის სითბოს

ასდის სურნელი უნეტარესი.

უკანასკნელად გიყურებ თითქოს

შენ ქალღმერთი ხარ, უზენაესი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 921 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

როდესაც ქარი ააშრიალებს,
როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს,
მაშინ მიხვდები რომ იგვიანებ...
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
ცა მიწად ექცა, ზღვა კი- ხმელეთად,
ფსკერი ცა არის, ცა კი -ფსკერია
დაიგვიანებ! დაიგვიანებ!
მიხვდები ის რომ ვერ შეგელია...
ცოტა ხნის წინათ ნაზი გოგონა
გეტრფოდა ძალზე ძლიერი გრძნობით,
ვერ დააფასე მისი ეს გრძნობა
ახლა კი სტირი მხურვალე ცრემლით...
განა დასტირი იმის მკვდარ სხეულს?!
ზღვით გამორიყულ ცხედარს- ნაპირთან.
გვიანი არის ეგ შეცოდება
იგი ცაშია უფალთან ერთად!
ან იქნებ ასე სულაც არ არის,
უფალმა იგი მწარედ დასაჯა,
რადგან გრძნობისთვის თავი გასწირა
მისი ცხოვრება ასე განსაჯა...
ვინ იცის ახლა სად იმყოფება
იმქვეყნად რომელ გზას ადგას დღემდე,
იქნება უკვე ჯოჯოხეთშია,
ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე.
გაწუხებს დარდი ამგვარი ფიქრით,
გსურს ახლა მაინც იყო მის გვერდით.
შენ მიაშურებ ცისფერ ზღვის ტალღებს
არ დაიღლება იგი ლოდინით...
თუ შეგიყვარდა რად არ თქვი ადრე?!
შენც იწვალე და ისიც აწვალე.
ახლა გინდა რომ იმის გზას ადგე?!
დაიგვიანე! დაიგვიანე!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1005 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-04 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0