ხუთშაბათი, 2024-05-16, 0:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 07
სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -
რომ ხარ უზომოდ შეყვარებუ ლი

როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე.

მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები.
ნანახია: 1062 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-10-07 | კომენტარი (0)


მე შენ მიყვარდი როგორც არასდროს
შენ მუდამ გერქვა ჩემი ოცნება
როგორც ყვავილებს სიცხე გაახმოს
ისე გამადნო მე უშენობამ

ფიქრი,ოცნება უსიყვარულოდ
შენზე ფიქრებმა სულ გადამრია
ვერ დაგივიწყებ მე ვეღარასდროს
უშენოდ ყოფნა ხომ ავდარია

ყოველი დილა შენზე ფიქრებში
მე მუდამ მახსოვს ღიმილი შენი
ღამით დავდივარ მე ბნელ ქუჩებში
და უშენობას ვერაფერს ვშველი

მე ჩამოვივლი შენი სახლის წინ
მაგრამ შენ ისევ არსად არ ჩანხარ
დაგელოდები მე უსასრულოდ
რომ ისევ გითხრა მე შენ მიყვარხარ

ნანახია: 1044 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-10-07 | კომენტარი (0)


ცივია თვალები, სიყტვები-უხეში,
გრძნობა დაგიმალავს სადღაც ბნელ კუთხეში,
დარდი უნუგეშო ჩუმად გაპარულა,
ცრემლად დაგროვილა საწვიმარ ღრუბელში.
მითხარი რას ვენდო? როდის ხარ გულწრფელი?
როცა მეფერები თუ როცა მიბღვერი,
როცა გადათელავ ჩემს ყველა ღირსებას,
თუ როცა მზერაში მზის სითბო იღვრება?
აღარ მენდობიან შიშით იმედები,
იციან ოცნებას რა მალე ვნებდები,
მინდა მჯეროდეს და ამ სურვილს ვჯერდები,
მერე ვიბნევი და უფსრულთან ვჩერდები...
რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული
და მომეკვეთოს მუხლი მწვერვალზე
რომ მივხვდე, ზღაპირის დღესასწაული
არ იმართება მიწის სცენაზე.
ზღაპარი მოკლა ცხოვრების ტყვიამ,
და თუ ოცნებას სიცოცხლე ჰქვია-
არ შემიძლია სიცოცხლე უშენოდ,
ცხოვრება შენთან არ სემიძლია.
ნანახია: 1166 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-10-07 | კომენტარი (0)


როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სულ ყველაფერი თითქმის იოლია,
როცა დარწმუნდები მწარედ გაყრუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია.
ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-10-07 | კომენტარი (0)


შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა

ღამე, ფაქიზი და ჩუმი.

ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი

უშენოდ ნაწამები გული..

დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,

ღამე მენატრება სრული.

ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,

ოცნებას გამოძახილს სულის.

შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ

მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.

და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს

– ცხოვრება რთულიაო, რთული..


ნანახია: 1085 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-10-07 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0