ოთხშაბათი, 2024-05-15, 10:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » თებერვალი » 25 » ******
3:42 PM
******
რაც უნდა იყოს, ესა ვარ რაც ვარ,
არც არაფერი მაქვს დასამალი;
გავხდები შენთვის სიცხეში ჩრდილი,
წვიმის დროს შენი თავშესაფარი,,,
ყელში მაქვს უკვე ამონთხეული,
აღარ მჭირდება მე ბედთან ზავი;
შენით გავცოცხლდი და შენით ვცოცხლობ,
შენთვის მზადა ვარ მოვიკლა თავი.
თითქოს მომბეზრდა უაზროდ წერა;
უკვე ჩემს გრძნობებს ედება ხავსი,
მაგრამ ვერასდროს, ვერაფრით, ვერა,
ვერსად ვიპოვე მე შენი მსგავსი,,,
შემომენთება ისევ სანთელი,
შენთვის დავიწყებ ლოცვას და ხვეწნას;
ნამდვილი ცეცხლი მწველია, მაგრამ
გულის ცეცხლივით ის მაინც ვერ წვავს!!.
რაც უნდა იყოს, რაც უნდა მოხდეს,
შენ არ იქნები მიუსაფარი:
გავხდები შენთვის სიცხეში ჩრდილი,
წვიმის დროს შენი თავშესაფარი,,,..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0