ოთხშაბათი, 2024-05-15, 12:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ჩემი სხეულით დრო დავატყვევო
3:58 AM
ჩემი სხეულით დრო დავატყვევო
ღამე... მიწა... ცა და ელვა... დაახველა შორს ღრუბელმა... ღამე წვიმდა, წვიმა _ ძგერდა, ქარი ქარში კოცნას დებდა... წვიმა ხმაურს ამძაფრებდა უფრო ჩქარა, უფრო მეტად... თქეში, თქეში, დაფ-დაფები, თითქოს ზანგი ამძაფრებდა, ჯაზის რიტმი, წვიმის წვეთი, თქეში მიწას ცამდე წევდა, თითქოს დროფი, დროფი მძლავრი, ეხეთქება დოლს დროება. ჩართულია mobydick-ი მის ოთახში, იქაც _ წვიმდა... ხმა ათრობდა ბარაბნების, შმაგი ტემპი მშვიდად ქროდა... ერთი ფონი, ერთი გრძნობა _ მიწა ძგერდა, ცა _ გალობდა...

თითქოს ჩემი ცა უფსკრულის ფსკერია. გარდასული ვარ მანძილთა შორის...
`ნისლი ადნება სარკმელს. ღამე გამეფდა სივრცე-სხეულზე. გარინდულია სადღაც სიმშვიდე და მეც სისხლისფერს ვატარებ სანთელს...
`მე სადღაც მსურდა... იქ, სადაც აღარ ეძებენ საკუთარ უცხოს... მე უცხო ვარ ამ ღამის ფონზე, ამ მკვდარ სოფელში...
`ვერ გავაღწიე!..
`მე დაღლილი ვარ დაუღლელობით...
`დუმილი ღრიალებდა იდუმალ ღამეში და მეც დუმილის ვიყავი ნაწილი. ჩემი ოთახი უდაბნოს გავდა, მარტო ქარავნის მგზავრივით დავრჩი... ვგრძნობდი სიცივეს, მიუსაფრობას, უდაბურ არეს... ჩემს მარტოობას რაღაცა აკლდა და განვიზრახე _ მომეკლა თავი...
`ეს იყო ჩემი სურვილი და იძულება. ეს იყო ჩემი აბსურდის მერე... მე იძულებული ვარ ცხოვრება მიყვარდეს და განვშორდე, როგორც ოდისევსი პენელოპეს... იძულება თავისუფლების სიყვარულს ბადებს. მე ადამიანი ვარ და ადამიანური ვერ იქნები, თუ არ გეტკინა... ჩემი ტკივილი ჩემი სიყვარულია და თვითმკვლელობის განზრახვაა ამის დასტური... მე უნდა გავქრე, ვით თოვლი მსუბუქი მზის აბაზანის მიღების შემდეგ...
`ჩემი გზა ჩემი წარსულია. მე დავიღალე დროთი... ჩემთვის თვითმკვლელობა სიკვდილზე უარის თქმაა. ცა აშლილია ჩემში... ყველა მიზეზი აბსურდულია, ყველა შედეგი _ აბსურდზე მეტი... ნამდვილი დასვენება მხოლოდ სიკვდილის მერეა შესაძლებელი _ უკვდავების გზა სიკვდილზე გადის... მე ჩემს უცნობ სხვას უნდა შევერწყა, უკვე მომბეზრდა სხეული ჩემი... დრო უნდა შევიგრძნო, ვითარცა ხიდი და არა უკიდეგანო სივრცე მოძრაობის... ჩემი სხეულით დრო უნდა დავატყვევო სულ – ახლა სული მყავს დატყვევებული... ამიტომ მჯერა _ ჩემი თვითმკვლელობა თეთრი ღიმილია...

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1312 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0