ოთხშაბათი, 2024-05-15, 5:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » გამონათქვამები
10:42 AM
გამონათქვამები



შილერი:-უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.

ვერო:- ამნისტია არის აქტი, რომელთაც მბრძანებლები სხვა ადამიანებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ,რომელნიც მათ თვითონ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ.

რენანი:- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია.

ჰიუგო:-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.

რუსო:-მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს.

მორალი:- იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო.

სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.

პასკალი:- ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.

ფლობერი:-მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!!!

დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია.

ზიადელი:-ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას - დედის სიყვარული ქვია...

ჩეხოვი:-თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ.

სენეკა:-ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.

ამიელი:-რწმენა საბუტის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა.

შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის.

ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.

ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.

გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.

პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.

გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.

ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.

ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.

დემოკრიტე:- უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი

შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას.

ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.

ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე...

პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება.

მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.

შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი.

ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა.

გოეთე:-სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.

ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.

რიხნერი:-ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე,რომელმაც იცის,რომ უნდა მოკვდეს.

ნიცშე:-მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა.

ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.

ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.

თეოფრასტე:-სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა.

ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

კნიტელი:-ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში.

ლაბრუიერი:-მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს,რაკი მოკვდავნი არიან.

რიდი:-სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.

მარკუს ავერელიუსი:-ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.

ბიორნე:-არაფერი ინანო!-აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე.

არისტოტელე:-გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

პუბლილიოს ცენზურა უსი:-სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.

დემოკრატე:-სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.

მორი:-ბრძენი უფრო იმას ეცდება,რომ სნეულება აირიდოს,ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად.

კუპერი:-ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.

ილია:-ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.

ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი.

ოვიდიუსი:-რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე.

თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის.

ლაბიში:-ეგოისტი...ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს..

ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.

გერმანული ანდაზა:-სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.

მონტესკიე:-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს.

ბერბსტი:-კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს

უფროს კატონი:-როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო.

გოეთე:-ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.

ნიცშე:-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ.

სტალინი:-მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა.

ბრანსტერი:-მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.

დემოკრატე:-დიდი საქმეა, მოვალეობის ერთგული იყო უბედურების ჟამს.

კაბუსი:-ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია.

გოეთე:-კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია,წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი.

კომენსკი:-მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი.

კორეული ანდაზა:-მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტია.

პასკალი:-კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი.

სოკრატე:-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.

ფრენცელი:-დრო ფულია, ოღონდ მაშინ,როცა დრო არ გაქვს...biggrin.gif

ბლოხი:-დრო არის საათი უციფერბლატოდ.

უაილდი:-ზნეობა პოზაა-ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.

ლაუბი:-თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა, ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.

ოლკოტი:-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.

ჰაბარდი:-მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.

ჰიუგო:-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.

ბუასტი:-მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.

მენეკენი:-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.

კანტი:-ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.

ჟუბერი:-ყველაფერი, რაც ზედმეტია, ზნესაც აფუჭებს,ადამიანს და გონებასაც.

სტენდალი:-ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

გოეთე:-კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

ქეი-ქუასი:-რეგვენთან ნურასოდეს იმეგობრებ.

უილიამსი:-მოთმინება ისეთი უნარია,რომელიც მაშინ ამოიწურება,როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო.

შპენგლერი:-მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებით...

პავეზე:-მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს,რომ ვნებებს აჰყოლილხარ.

ბუასტი:-ყველა ადამიანის ყოველი სურვილი და ნატვრა ერთად, რომ ახდეს ეს დედამიწა ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა.

იუნგი:-დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.

კალდერონი:-ნურასდროს მისცემთ რჩევას იმას, ვინც მხოლოდ ფულს გთხოვთ.

ტოლსტოი:- თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი!

სტენდალი:-ღმერთს გული გრძნობს და არა გონება. აი, რა არის რწმენა.

ვახრანგ_VI:-კაცი მრავლისა სიტყვითა ჭკუას ვერ გამოიჩენს.

რუსული ანდაზა:-ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება..

როლფსი:- მშვიდობა კაცობრიობის ნიჭის გამოცდაა.

შვაიცერი:-ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს...ოღონდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს.

გასეტი:-სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება.

პლუტარქე:-ხასიათი სხვა არაფერია, თუ არა ხანრძლივი ჩვეულება.

ცვაიგი:-ადამიანის ხასიათს ყველაზე უკეთ ამჟღავნებს მისი მოქმედება გადამწყვეტ (მომენტში) წუთებში.

ტორო:-თქვენი ჯანმრთელობის შესახებ იმსჯელეთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ გახარებთ დილა და ზაფხული.

შიფი:-დრო არის ღარიბთა სიმდიდრე და მდიდართა სირაღიბე.

დემოკრატე:-არა სიტყვა არამედ უბედურება არის ჭკუის სასწავლებელი ბრიყვთათვის.

მარკუზე:-აზროვნება დაძაბულობაა, რწმენა კი - კომფორტი

ციცერონი :-სამართლიანობა სიბრძნის გარეშე ბევრ რამეს ნიშნავს, ხოლო სიბრძნე სამართლიანობის გარეშე-არაფერს

აკაკი:-ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.

აკაკი:-პატარა ნაპერწკალი სჯობს დიდს, მაგრამ ცივსა ნახშირსა.

აკაკი:-უმჯობესია, რომ მოკვდეს კაცი, ვიდრე ცოცხლობდეს ვით ცოცხალ-მკვდარი.

აკაკი:-ახალი ძველსა შელახავს, შეუცვლის ხორცს და ფერსაო.

აკაკი:-ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!

აკაკი:-გული თუ გატდყა შესაძლებელიც აღარ სჯერა!

აკაკი:-და სადაც სიყვარულია- იქ სიწმინდეა.ღმერთია.

აკაკი:-ზოგჯერ სადაც ჭკუა სცდება და ტყუის-იქ გრძნობა მართალია.

აკაკი:-იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია?

აკაკი:-კარგი ყოველთვის კარგია, მაგრამ კარგს უკეთესი სჯობია.

აკაკი:-მერცხალი, რომ კიდეც მოჰკლა მაინც მოვა გაზაფხული.

აკაკი:-პეპელა სანამ ყვავილს ნახავდეს- მყრალ ბალახებსაც თავსა ევლება











კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1519 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0