ოთხშაბათი, 2024-05-15, 11:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 6 » GOGO BICHI
8:21 PM
GOGO BICHI
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ
წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ
ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

***
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.

აანთო თეთრი ლამპიონები
და ცას მიაპყრო სხივების კონა
მარადისობის ნათელი ფერით
გამოუცხადა სამყაროს გლოვა

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,
და დამავიწყო რაც მიწამია,
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება
მარადისობის ერთი წამია

***
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
მსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე!

***
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

***
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.

რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!

გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული

***
მე გიმტკიცებდი, რომ არ მიყვარდი,
შენც უარყოფდი გრძნობათა ღელვას,
დროს ჩვენ სხვა და სხვა გზებით მივყავდით,
დიდხანს ვცდილობდი შენს დავიწყებას...
თუკი ჩემდამი არაფერს გრძნობდი,
მაშ გული ასე რატომ ფეთქავდა?
თუკი ჩემს გამო შენ აღარ თრთოდი,
ალბათ სიცივემ თუ აგიტანა...

***

გული ამ თითებს აღარ ასვენებს,
ნომერს აკრეფს და თავს შეგახსენებს,
წუხელ დამესიზმრე ნაზად მომელანდე,
რას უნდა ნიშნავდეს?
ალბათ მ*ო*მ*ე*ნ*ა*ტ*რ*ე

***
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1616 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0