ოთხშაბათი, 2024-05-15, 8:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
შენი სურათი მე მაქვს სახსოვრად
და იგი მიყვარს რადგან შენია,
ან რა ძალაა რომ არ მიყვარდეს
შენგან მის მეტი რა დამრჩენია?!
მომენატრება შენთან შეხვედრა
მაგრამ ვაი,რომ იქ არ იქნები
მთვარის ნათელზე დავხედავ სურათს
შუა ღამისას ავქიტინდები!!!






კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

rogor dagibiwyo,rogor ar miyvarde
roca siyvaruli shenit gamigia?!
isev shenze vpiqrob, isev shenze vdardob
ra vkna ushenoba rom ar shemidzlia?!
dilit nislivit uxmod gamepare,
shorit damidzaxe nu damelodebi.
vici, waxvedi da agar dabrundebi
mainc gzas gavcqeri, mainc gelodebi
guli ver geleva, guli ver gshordeba
cxadshi gxedav da dzilshi melandebi...
vici, ar gaxdebi chemi arasodes
mainc miyvarxar da mainc menatrebi.





კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

Ici ra iyo???
Guli gaiyo...
Erti aq aris...
Erti mand iyos.
Ici ra minda???
Sul ertad viyot...
Rom sikvdilamde...
Sul shentan viyo...




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1345 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1179 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

საკმარისია მხლოდ ერთი წუთი განსაკუთრებული ადამიანის შესამჩნევად,
მხოლოდ ერთი საათი - მის შესაფასებლად,
მხოლოდდ ერთი დღე - მის შესაყვარებლად და

მთელი ცხოვრება მის დასავიწყებლად


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1330 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1022 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,

ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,

ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2010-04-05 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0