ოთხშაბათი, 2024-05-15, 5:02 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » სტატუსებიი...
10:39 AM
სტატუსებიი...

1) არასდროს არაფერს,და განსაკუთრებით არავის შეეჩვიო...რადგან რაც უფრო ეჩვევი რაიმეს,მით უფრო გიჭირს მისი დაკარგვა.. ეს კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება..
2) თუ ვერ გამიფრთხილდი და ვერ მომიარე ეხლა დაკარგულის რად გსურს მოპოვება?!
3)ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ იმაზე რაც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე რაც არ გვაქვს.
4) მე დავცინოდი სიყვარულით ატირებულებს და მათი ცრემლი მხოლოდ თვალის ბზინვა მეგონა.მე დავცინოდი სიყვარულით აღსავსე გულებს და არ მეგონა თუ გავხდებოდი ამ გრძნობის მონა
5)შეიძლება ღმერთს სურს,რომ ჩვენ ვხვდებოდეთ უარგის ადამიანებს,მანამ სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს...იმიტომ რომ როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ..
6)თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?არარაობა სიძულვილით დამშვენებული . . .
7) "თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.....
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.....
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება....
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს....."
8)მე დავიბადე მარტოობისთვის, რომ მარტოობა არ იყოს მარტო..
9)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე,რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ,რომ დრო შენთან ერთად ატაროს...
10) ქალმა უნდა გააკეთოს არჩევანი, მამაკაცთან რომელიც ქალებს მოსწონთ მშვიდად ვერ იქნება, ხოლო იმ მამაკაცთან რომელიც ქალებს არ მოსწონთ - ბედნიერი ვერ იქნება...
11) ქალი იმიტომ ებუტება მამაკაცს რომ ხშირად შეურიგდეს
12) ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს....
13) კაცმა ჰკითხა ღმერთს: -ღმერთო,რატომ შექმენი ქალი ასეთი ლამაზი? -იმიტომ რომ შეგყვარებოდაო!... მაშინ რატომ შექმენი იგი ასეთი უჭკუოო?-ჰკითხა კაცმა-იმიტომ რომ შეყვარებოდიო-უპასუხა ღმერთმა!!!
14) "არ შეიყვარო .. გაუშვი უყვარდე .. რომ ფასი იცოდნენ : ) " არ იტირო,ატირე რომ მიხვდენ ვინ დაკარგეს " : )
15) დრო არ გვკურნავს, დრო უბრალოდ გვასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას...
16) ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები...
17) ადამანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.
18)ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.
19) მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.
20)მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.
21)-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
22)განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.
23)არასდროს დადგე ადამიანთან ზურგით, რადგან არ იცი როდის ჩაგცხებს ლახვარს.
24)ჭკვიანია იგი,ვინც კაrg დროზე მოვა,უფო ჭკვიანია,ვინც თავის დროზე წავა.
25)ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან
26)თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
27)კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
28)ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსiამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.
29)ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.
30)ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ
31)-ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე
32)გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”
33)ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო
34)რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს-ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე
35)თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს
36)ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარსგაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
37)ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურველია.
38)სამარცხვინოა სხვის შეცდომებში კირკიტი,როცა საკუთარს ვერ ხედავ...
39)წარსულს არ ივიწყებენ, უბრალოდ მასზე არ ლაპარაკობენ...
40)როგორ შეილება ისეთი ქალი დაივიწყო,თუნდააც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?!
41)დუმილი ყველაზე უფრო აუტანელი შეპასუხებაა
42)მხოლოდ მკვდრები და იდიოტები არ იცვლიან შეხედულეებს.
43)ბედნიერება არასოდეს არაა იქ, სადაც გგონია რომ იპოვი....
44)გიყვარდეს ყველა,ენდე ცოტას,არავის უღალატო.
45)ხანდახან ისე მომენატრები ,რომ არასოდეს არ მინდა გნახო
46)თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
47)თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
48)კაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, ქალები სულგრძელნი არიან - რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ.
49)ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
50)ვინც ქალის სიყვარული დაკარგა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რომ ის ვერ შეინარჩუნა.
51)ყველა ადამიანი მარტოა და ამას ძალიან ცოტა ხვდება
52)თუ გინდა რომ ღმერთს დაუახლოვდე…. ერთხელ მაინც უნდა დარჩე მარტოოოო
53)ნუ ეცდები დროის მოკვლას დრო მოვა და თვითOნ მოგკლავს…
54)ადამიანი ნავი არაა ნაპირს მიაბა და მიატოვო…
55)ცხოვრება თამაშIა მაგრამ რას ერჩი კარგი გრაფიკა აქვს…
56)ქალი ძლიერია მაშინ როცა ვიღაცას უყვარს და ყველაზე სუსტია მაშინ, როცა თავადაა შეყვარებული…
57)მე შენ მიყვარხარ დღეს უფრო ძლიერ, ვიდრე გუშინ
მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ხვალ…
58)" მეგობრობა ისეთი მდგომარეობაა,როდესაც თითოეულ მეგობარს ჰგონია,რომ მცირე უპირატესობა გააჩნია მეორის წინაშე"
59)" თუ გინდა ჭკვიანი იყო,ისწავლე გონივრული შეკითხვა,ყურადღებით მოსმენა,მშვიდი პასუხი და ლაპარაკი შეწყვიტე მაშინ,როცა სათქმელი აღარაფერია"
60)" ვისაც სურს იცოდეს რა მოხდება,ყურადღება უნდა მიაქციოს იმას,რაც მომხდარა"
61)ადამიანები მეგობრების მიხედვით არ შეაფასოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ იუდა ისკარიოტელს უზადო მეგობრები ჰყავდა''
62)მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი
63)განა ოდესმე ჩანს, რა ხდება ადამიანის სულში? იქნებ იქ უზარმაზარი ცეცხლიც გიზგიზებს, მაგრამ არავინ მოდის გასათბობად, გამვლელები მხოლოდ სუსტ ბოლს ხედავენ და შეუჩერებლად აგრძელებენ გზას. აბა მითხარი რა უნდა ჰქნა? შეინახო ეს ცეცხლი და მოთმინებით ელოდო, როდის მოისურვებს ვინმე მოვიდეს და ახლოს მოუჯდეს ?
64)-როცა სიყვარული გადაჭარბებულია,იგი აკარგვინებს კაცს სიმამაცესაც და ღირსებასაც.
65)ბევრად უფრო კეთილშობილურია საკუთარი შეცდომების აღიარება ვიდრე, მათი მიყვანა გამოუსწორებელ შეცდომამდე
66)ვინც იმდენად ყრუა რომ მეგობრისგანაც კი არ უნდა სიმართლის მოსმენა მისი მდგომარეობა უიმედოა!
67)ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები.
68)საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია...
69)ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს...
70)ღმერთმა მოგვცა ნათესავები... მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ ტავად ვირჩევთ...
71)იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან
72)თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა "ხვალ" უადგილოა
73)ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის
74)როგორც ჩანს ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი რომ მეგობრებს გაუნაწილო
75)თუ არ გსურს უარი მოისმინო, ნურაფერს ითხოვ...
76)იუმორი უბედურ, მაგრამ მაღალნიჭიერ ადამიანთა გამოგონებაა.
77)შური ბედნიერთა მტერია
78)გაზიარებული სიხარული ერთიორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება_ერთიორად ნაკლები მწუხარება...
79)ვინც ბევრს გპირდება, იმას ნეკლებად უნდა მიენდო
80)ადამიანი ყველაზე მართალი მაშინ არის, როდესაც აღიარებს, რომ მატყუარაა
82)ძაღლი რომ ალაპარაკდეს ადამიანი უკანასკნელ მეგობარსაც დაკარგავს
83)ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.

კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 1422 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0