ოთხშაბათი, 2024-05-15, 2:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » წერილი დანგრეულ სიყვარულს
3:50 AM
წერილი დანგრეულ სიყვარულს
ყველაში და ყველაფერში მას რატო ვხედავ? ალბათ გაგიკვრდება და მკითხავ: უკაცრავად მაგრამ, ვის მას? (ან იქნებ უკაცრავადო არც მითხრა, შენ ხომ არასოდეს გიყვარდა ფორმალობა).. მე კი გიპასუხებ (ყველაფრის მიუხედავად გიპასუხებ, იმიტო რომ არასოდეს შემეძლო დამეტოვებინა შენი შეკითხვა უპასუხოდ, შენგან განსხვავებით)... და გეტყვი – მას,ვისაც შენ მთელი ცხოვრება დაუკავშირე, მას, ვინც შენია და არავისი შენს გარდა, მას, ვინც ის შეძლო, რაც მე ვერ შევძელი...მას, ვინც ჩემს მაგივრად მოგეფერება, მაგერამ ჩემნაირად ვერა....იცი? რატომღაც ყველას მას ვამსგავსებ... და ალბათ ეს მსგავსებაც იმის გამოა გამოწვეული რომ ყოველთვის მინდოდა მას ვმგვანებოდი, იმიტო კი არა რომ მომწონს, არამედ იმიტო რომ შენ მოგწონს, შენ აირჩიე იგი ცხოვრების თანამგზავრად... და იმ დღის შემდეგ იქცა იგი ჩემთვის სასურველ ქალად, ჩემთვის მისაბაძად... გაგეცინა?... მაპატიე.... (იცი რამდენი ხანია შენი ღიმილი არ დამინახავს?).... თითქოს მას შემდეგ, რაც ის შენი მეგზური გახდა, ჩემს თვალშიც დაფასდა, უფრო მოემატა ღირსებები და შეუმცირდა ყველა ის ნაკლი, რასაც მანამდე ვამჩნევდი... ესეც შენი დამსახურებაა და მხოლოდ ამიტომ.... რა სისულეებს გწერ, არა? შენ ხომ უკვე სხვასთან ხარ, სხვისი ქმარი და მამა გქვია... და მე კი დღემდე ვერ დამიჯერებია ეს ყველაფერი, დღემდე არ დადის ჩემამდე, როგორ შეძელი ესე ჩემი მიტოვება, უყველაფროდ, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე.. თითქოს ადამიანი კი არა, ვინმე უსულო საგანი მიგეტოვებინოს... (თუმცა შენი თბილი და კეთილშობილი სული ვერც უსულო საგანს დატოვებდა ესე უყურადღებოდ, ვიცი..)...რას იზამ, ცხოვრებამ ესე მოიტანა (ნუთუ თავსაც ვიმართლებ?).. მინდა გისურვო ბედმნიერება (და ალბათ ამით კიდევ უფრო დავმცირდები შენს თვალში...) მე არ მინდა უბედური იყო... (ჩემსავით....) ყველაფერი შეირგე რასაც ცხოვრება მოგიტანს, ვინაიდან და რადგანაც, ერთხელ იბადები და ნამდვილად გაქვს უფლება იყო ბედნიერი... ასწიე თავი მაღლა და ისე განაგრძე სვლა წინ, წარმატებისკენ... მე შენ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარხარ.. (წარმომიდგენია, როგორ მოგგვარა ღიმილი ჩემმა ფრაზებმა..) გისურვებ ბედნიერ ამობასა და…
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1348 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0