ხუთშაბათი, 2024-05-16, 7:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მაისი » 18 » ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით.. ...............
3:41 AM
ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით.. ...............
ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
მარადიული არაფერია. ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან არ უნდა გაგვიხარდეს, რადგან შემდეგზე შეიძლება ფეხი აგვიცდეს და დაბლა დავეშვათ.
მივუახლოვდებით ბოლო საფეხურს და შევჩერდებით, უკან გადმოვიხედავთ, შევაფასებთ განვლილ გზას და თან სინანული და შიში შეგვიპყრობს. სინანული წარსულის და შიში მომავლის, მომავლის, რაც აწი გველოდება, არაამქვეყნიურ ცხოვრებაში. მომავლის, რომელიც მხოლოდ სულს ელოდება, სხეულის გარეშე. დავფიქრდებით და ცრემლები წამოგვივა, ეს იქნება ცრემლები ტკივილის, სინანულის, ხშირად იმედგაცრუებისაც. ერთს მწარედ ამოვიოხრებთ და ბოლო საფეხურსაც გადავაბიჯებთ...

ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით..
...............

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1357 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0