ოთხშაბათი, 2024-05-15, 3:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » Zura Salukvadze - სანამ ცოცხლები ვართ........
9:43 AM
Zura Salukvadze - სანამ ცოცხლები ვართ........
უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო, მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო, შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო, არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო. ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო, სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო, ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო, მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო. გაიცინებენო სევდანარევადო, ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო, მერე მოიწყენენ....აქ არარიო, ნათელში ამყოფოსო....საწყალიო. მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო, მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო, ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო, მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო. იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია, უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან, უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი სიცარიელისა და.......დანაკლისის. კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან, ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია, გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს, რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს, ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად, ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად. სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა, დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა, დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ, ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ, თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო, შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო!
კატეგორია: ვიდეო ლექსები | ნანახია: 1291 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0