ოთხშაბათი, 2024-05-15, 5:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » მარტი » 22 » ცოდვილი სიყვარული
7:39 PM
ცოდვილი სიყვარული

როს გაჩენილა მიჯნურობა, ტკბილი ალერსი

მიჯნურთა წესი თავად უფალს დაუდგენია

"წრფელად გიყვარდეს გულის სწორი მთელი არსებით"

და ეს კანონი ბედის ხაზზე დაუწერია.

ეს ხვედრი ზოგსა ტკბილად შეხვდა ტკბილად აცხოვრა,

ბედნიერებით ერთმანეთი მუდამ ახსოვდათ,

წვიმაში,ქარში,ცივ ყინვაში თბილად ეძინათ

სანამ მოწვევა არ მიიღეს მიჯნურთ ზეციდან.

ზოგსა კი დიდი სიყვარული არგუნა ბედმა,

მათშორის გრძნობა აამაღლა  მიწიდან ცამდე,

მაგრამ უფლება მათ არ მისცა ეცხოვრათ ერთად,

სიყვარულისთვის ცრემლის წვიმა აჩუქა თვალზე.

და ტარიელმა ნესტანისათვის შეძრა სამყარო,

ბევრი იბრძოლა დასიყვარული ჰქონდათ საამო,

ყველამ იბრძოლა სიყვარულისთვის ვისაც კი ჰქონდა

საბრძოლო ველი სიყვარულის და მისკენ მიჰქროდა.

მაგრამ ვაი მას,ვისაც არ ჰქონდა ბრძოლის უფლება,

კოლონკელიძის ასული და ძუძუმტე მისი,

ლაშა-გიორგიმ გლეხს წაართვა თავისუფლება,

გლეხის ქალს მისცა მიჯნურობისა მან დიდი ფიცი.

და მათ უყვარდათ ერთმანეთი დიდი წრფელი გულითა,

მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულის უფლება ცოდვილთ,

ვაი მას,ვინაც სავსე არის სიყვარულითა,

და სიყვარული უფლის წინაშე ეცვლება ცოდვით!!!!!!......

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0