ხუთშაბათი, 2024-05-16, 4:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ჩანახატები
წვიმამ გადაიღო...…გამოიდარა... გამოჩნდა პირმცინარი მზე და იმედისფრად შეიმოსა სამყარო. მწვანე მინდორზე ლამაზად აკიაფდნენ წვიმის წვეთები. ბუჩქის ძირას პატარა იაც გამოჩნდა, რომელსაც ჩემსავით უხაროდა ყველაფერი. ლაჟვარდოვანი ცა თვალწარმტაც პეიზაჟს იდუმალებას სძენდა, ლურჯ ფერს, ხომ მარადისობის უფრსკრულების ანარეკლს უწოდებენ…და მეც მოვიხიბლე.. უაზრო პესიმიზმს, საოცრად გულწრფელი ოპტიმიზმი ცვლიდა თუმცა ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემში... ვიღაცას ველოდი და მჯეროდა რომ აუცილებლად მოვიდოდა. ვიყურებოდი სადღაც შორს, სივრცეში, დავრბოდი ნამიან მინდორზე და ვტკბებოდი ცვრიანი ბალახის სუნით.. ირგვლივ ყველაფერი მთვრალი იყო და და მეც ამ განწყობას ტყვედ ვექციე. მინდოდა უფრო ახლოს მეგრძნო ბუნება და დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. მსურდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ნეტარი წუთები და არ მეგონა, რომ ოდესმე დასრულდებოდა... გატაცებული და გაბრუებული შევყურებდი მინდორს,Yყვავილებს, მტკიცედ აღმართულ მთებს, რომლებიც შორიდან მოჩანდნენ, მზის სხივებს ვეთამაშებოდი და მოჩუხჩუხე ნაკადულის ხმას ჩემს ღიღინს ვაყოლებდი.. ირგვლივ შესაშურ სიმშვიდეს დაესადგურა.. …ვერცკი შევამჩნიე როგორ მოიღრუბლა ცა, ვერ ვიგრძენი წვიმის მსხვილი წვეთების შხაპუნი ჩემს ტანზე, მაგრამ დავინახე რომ იას თავი ჩაეღუნა და ცრემლიანი მზერა ჩემკენ მოეპყრო. მე შევკრთი... ვიგრძენი რაღაც შეცვლილიყო, ცაც შინდისფრად ელვარებდა და შემეშინდა... არვიცოდი სად წავსულიყავი, ყველაფერი უცხოდ მეჩვენა, სადღაც გამქრალიყო იმედი და სივრცეც ერთ მუშტად მოჩანდა... ვიგრძენი, რომ დავიღალე, ძალა მეცლებოდა, მინდოდა მეტირა, მეყვირა, მაგრამ ამაოდ... უაზრო ფიქრებმა მომიცვეს. დ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1268 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ღამეა... ისევ წვიმს... რატომღაც გოგოსაც ესეთი განწყობა აქვს, მოწყენილია.... ელის.... რაღაცას ელის ან იქნებ ვიღაცას??!! ისევ და ისევ მარტოა. აღებს ფანჯარას და იყურება, იყურება დიდხანს და ელის.... ის არ ჩანს... ,,აქ არ არის'' გაიფიქრა გოგონამ, შორსაა... არა იქ საიდანაც ვერ ბრუნდებიან, მაგრამ ის მაინც არ ჩანს... ცრემლები, ტკივილი, პროტესტი, ერთმანეთში ირევა. მას სიყვარული სჭირდება , მაგრამ სიყვარული არ ჩანს... ის ღმერთს ეკითხება : რატომ ღმერთო?? მე ხომ ის მიყვარს... ხომ არ მძულს არა... ნუთუ არ ვუყვარვარ?? ნუთუ უაზროა ჩემი იმედები და ლოდინი?? რა დავაშავე.....
გარეთ კი ისევ წვიმს.... გოგონაც ტირის და განიცდის.... რას არ იზამდა მისი გულისთვის, ოღონდ ახლოს ყავდეს, მაგრამ არა ის მაინც არ ჩანს.... უყურებს მის ფანჯრებს და ხედავს შუქები ჩამქრალია, არავინ ჩანს, არც ის.... გოგონას ენატრება, უყვარს, მაგრამ იღლება... ძალიან იღლება....
გადის დღეები, კვირები და წლები, მაგრამ არაფერი იცვლება, გოგონა ხშირად იხედება ფანჯრიდან, მაგრამ რა??? არც არაფერი, მხოლოდ ათასში ერთხელ თუ ნახავს და ისიც ცოტა ხნით.... ამაზეც თანახმაა, ოღონდ შორიდან მაინც ნახოს მაგრამ 2 წუთით??? არა ეს უსამართლობააა... ისევ იგივე , ისევ ენატრება , ელოდება, უყვარს..... მაგრამ იმედი ნელ ნელა კვდება .....
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1165 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ცხოვრება კიბეა. ზოგისთვის გრძელი და ზოგისთვის მოკლე. ვისთვის ხითაა ნაგები და ვისთვის მარმარილოთია მოფენილი.
ფრთხილად უნდა ავიაროთ, რადგან ზოგიერთ ადგილას შეიძლება ლურსმანი იყოს ამოშვერილი.
თითოეული დაბადების დღე ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს და მასზე დადგომისთანავე, თითქოს წინა საფეხურები ქრება და უკან დაბრუნება შეუძლებელი ხდება.

ასვლის პროცესში ვჩქარობთ, გვინდა მალე ავიდეთ, მაგრამ როცა ბოლო საფეხურებს მივუახლოვდებით, შეგვენანება და უკან დაბრუნებას ვნატრობთ.
ბევრ ბოროტებას ვხვდებით. კიბეზე ზოგი ჩვენ გვკრავს ხელს, ზოგს ჩვენ ვკრავთ, გადაგვაგდებენ ან გადავაგდებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ვინანებთ. როცა ზემოდან იმ საფეხურს გადმოვხედავთ, მივხვდებით, რომ იმ ადამიანს ისეთი არაფერი დაუშავებია და შეიძლებოდა მასთან ერთად მშვიდობიანად აგვევლო, თუმცა...
მარადიული არაფერია. ზოგიერთ საფეხურზე თუ მყარად დავდგით ფეხი, ძალიან არ უნდა გაგვიხარდეს, რადგან შემდეგზე შეიძლება ფეხი აგვიცდეს და დაბლა დავეშვათ.
მივუახლოვდებით ბოლო საფეხურს და შევჩერდებით, უკან გადმოვიხედავთ, შევაფასებთ განვლილ გზას და თან სინანული და შიში შეგვიპყრობს. სინანული წარსულის და შიში მომავლის, მომავლის, რაც აწი გველოდება, არაამქვეყნიურ ცხოვრებაში. მომავლის, რომელიც მხოლოდ სულს ელოდება, სხეულის გარეშე. დავფიქრდებით და ცრემლები წამოგვივა, ეს იქნება ცრემლები ტკივილის, სინანულის, ხშირად იმედგაცრუებისაც. ერთს მწარედ ამოვიოხრებთ და ბოლო საფეხურსაც გადავაბიჯებთ...

ცხოვრება კიბეა. კიბე, რომელზეც მეორედ ვერც ავივლით და ვერც ჩამოვივლით..
...............

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1355 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

ისევ მარტო დავრჩი,ჩემს ფიქრებთან, ჩემს ერთადერთ ოთახთან და სკამთან, რომელიც ამ ერთადერთ ოთახში ერთადერთია რაც დასაჯდომად გამოიყენება. აუუ ისევ ეს საშინელი გრძნობა, ისევ შიგნიდან მწვავს და ვეღარ აღწევს გარეთ, სრულიად მოიცვა ჩემი გონება, გული.
''სევდა'' ალბათ ასე ქვია ამ გრძნობას, რასაც აქ, სადღაც შიგნით, ჩაგუბებულა. არსაიდან მოსული პატარა მღრღნელი ,ო როგორ მტკვერს თავისი აწია კბილებით და არ შემიძლია შებრძოლება. ის ჩემზე ძლიერია , არ ვიცი როდის დაიდო ბინა აქ, შიგნით, მაგრამ მტკიცედ დამკვიდდრდა. მხოლოდ ხანდახან თუ გამოვა ხოლმე სულ რამოდენიმე წამით თვალებიდან,ცრემლს გამოჰყვება, მაგრამ ისევ ელვასავით სწრაფად შემოიჭრება ხოლმე, თითქოს ეშინია არ გავდევნო და უსახლკაროდ არ დავტოვო. მაგრამ არაა.... ნუ გეშინია ჩემო პატარა მეგობარო, თუ არ იცი ვინ ხარ და რა ხარ ერთი იცოდე შენ აქედან არსად წახვალ. აგერ უკვე რამდენი ხანიაა ერთად ვიძინებთ და ერთად ვიზიარებთ ცხოვრებას მე და ჩემი ბინადარი სახელად ''სევდა''
სად არიან? სად წავიდა ყველა? ჩემი ....
გახსოვს? გახსოვს როგორ გვიყვარდა ერთმანეთი? როგორ დავრბოდით ხოლმე მინდორში ვითომ ვერ გეწეოდი . შენც შეშინებული ნუკრივით გარბოდი და თან ხმამაღლა კიოდი, შველას ითხოვდი, თითქოს და მართლა რაღაცისგან გარბოდი.
ვიცი, ვიცი რომ გახსოვს, ვიცი რომ ისევ გიყვარვარ , მაგრამ... ნუთუ მართლა იყო ის და არა ჩემი საზარელი სიზმრების უზარმაზარი ფილმის ერთ_ერთი სერია?
მე ყვავილები დავკრიფე შენთვის იმ მინდორში ასე რომ გვიყვარდა. წითელი ყაყაჩოები დავკრიფე. ყაყაჩო, მინდორი და შენ-სამი სხვადასხვა მაგრამ ერთი და განუყოფელი, რა საბრალოა ცალ-ცალკე ყ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1084 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

...ერთი ფრაზა... ზუზუნებდა ქარი ნაცნობ მელოდიას, ცაც საოცრად უჩვეულო ჩანდა, ტრიალებდა სულში ქარიშხალი, ფრიალებდა ჩემს ოთახში ფარდა... ჟრიალებდა მთელს სხეულში ჟრუანტელი, მთელი ღამე მარტოობას გავდა, ბრიალებდა სადღაც კენტად კელაპტარი, მე კი სულის მწუხარება მწვავდა... შრიალებდა უხმოდ ძველი ნეკერჩხალი, ტრიალებდა თავში ერტი ფრაზა, სეირნობდა იატაკზე მთვარის შუქი, ღუღუნებდა თეთრი მტრედი ნაზად... ასრულებდა ქარი ნაცნობ მელოდიას, გული სევდის ბოლო ბათმანს ფქვავდა, ,,მე ხვალიდან უფლის ბილიკს გავუყვები!" ტრიალებდა თავში ერთი ფრაზა!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1002 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

adamiani Tavs kargavs.. ver xvdeba, ratom, rogor? saidan? sad? rodis? ca.. Rrublebi.. ikargeba.. mze_RrublebSi.. xeebi.. mwvane foTlebi.. isini CemSi ikargebian.. me ki maTSi.. sadRac.. usasrulobaSi.. mindvrebi.. mwvane, xasxasa mindvrebi.. adamiani.. areuli.. dabneuli.. adamiani_yvelaferi.. adamiani_araferi.. uazro molodini.. molodinis molodini.. asea yovelTvis.. fiqri fiqris.. ocneba ocnebis.. siyvaruli siyvarulis.. sixaruli sixarulis.. cremli cremlis.. guli gulis.. mindvrebi.. Walebi.. saxlebi.. tye, romelsac ca zemodan dascqeris Tbilad.. nazad.. erTi.. ori.. erTi.. ori.. guliscema.. adamiani.. uyurebs am silamazes da tkbeba.. Tvals ver wyvets.. eZineba, magram daZineba ar unda.. gaqceva unda, magram.. ar garbis.. ar SeuZlia.. mojadoebulia.. is bunebis tyvea.. is ukve didi xania tyvea, ara marto bunebis, aramed, miwis, cis, mzis, mTvaris, varskvlavebis.. zRvis.. mTebis.. tyvea_sicocxlis.. tyvea_siyvarulis.. tyvea adamianad yofnis tkbili sevdis.. tyvea sakuTari Tavis.. is xom adamiania.. mas uyvars.. is uyvarT.. is cocxlobs.. misiT cocxloben.. mas tkiva.. is tkivaT.. is tiris.. is sxvas atirebs.. is icinis.. is sxvas acinebs.. is wuxs.. is_sxvas awuxebs.. mas uxaria.. is_sxvas axarebs.. is fiqrobs.. sxva masze fiqrobs.. is ocnebobs.. sxva masze ocnebobs.. is bednieria.. is_sxvas abednierebs.. is dabneulia.. is_sxvas abnevs.. misi guli Zgers.. sxvisi guli misiT Zgers.. mas sikvdili unda.. sxvas misTvis sikvdili unda.. mas yvelaferi unda.. is sxvisTvis yvelaferia.. mas marto ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1265 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-05-18 | კომენტარი (0)

« 1 2

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0