ოთხშაბათი, 2024-05-15, 12:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » ეს ვერერთგულებაც მაპატიე
4:28 PM
ეს ვერერთგულებაც მაპატიე
ეს ვერერთგულებაც მაპატიე,
(უკვე რახანია ჩემთან არ ხარ),
თურმე სიშორეც კი ღალატია,
ღამეს უძილობა ჩაენაცვლა...
ფიქრმა სულს შეუხსნა ალაყაფი
სევდის,
გარინდება არ მჩვევია,
მთვარე ჩამშვებია, არაკაცი,
გრძნობებს აშიშვლებს და
ალერგია
მგონი დამემართა უშენობის,
წამებს ნაფაზებში ვასამარებ,
სუნი ჩემს განწყობას დაჰკრავს ობის,
უფრო მომენატრე,
განა რამე...
ყეფით ამედევნა წარსული და
მთვარე ამ სიშიშვლით გადავრიე,
ყველა ღალატი ხომ ფარულია,
ეს ვერერთგულებაც მაპატიე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1120 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0