ოთხშაბათი, 2024-05-15, 5:41 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » . .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა
10:14 PM
. .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა
. .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.
ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . .
დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება.
ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი.
უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . .
. . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . .
დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს.
მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1016 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0