ოთხშაბათი, 2024-05-15, 9:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » (იწვიმებს ალბათ)
10:06 PM
(იწვიმებს ალბათ)
სისხლისგან მთვრალი ცაა დღეს და იწვიმებს ალბათ,
იწვიმებს ისე, როგორც გუშინ შეღამებისას,
ბრაზმორეული წამოვდგები სკამიდან, დაღლა
აწვება გონდს და დედამიწა არის კელია

ჩამონგრეული კედლებით და უძილო ღამით.
არაკაცურად გაქცეული რწმენისგან, ხელებს
შევაწმენდ დროს და წვიმის წვეთებს ვუყვირი
"დაბლა!" რომ საკუთარ თავს გამოვუტყდე

გაუვა ვადა შემთხვევით ნაპოვნ სიყვარულს,რომ
დროა კართან ატუზულ ფიქრს დავარქვა "წასვლა"
რომ ტალახია გარშემო, რომ ვეფლობი მაგრად,
რომ სულთან ერთად ამ ნიავმა წამართვა ძალაც,

რომ არასოდეს არ მქონია სიცოცხლის განცდა,
რომ ღრუბელს ციება აქვს ჩემგან და ალბათ
აღარასდროს ამიშვებს მაღლა ძალიან, ნათქვამს
არ გადავთქვამ, გპირდები არა, დღეს იწვიმებს ვიცი,

გაცრეცილი ხელებით ვკვანძავ თოკს კისერთან და
ვიჩემებ პულსის ნელ და თანაბარ შენელებას, უაზრო
კამათს სიცოცხლესთან ვერ ვიტან ახლაც.

"სისხლისგან გამძღარ ცას კი რჩევა ნაცვლად ყეფისა,
რამე რიტმული მოაყოლოს წვიმას დეფისად."

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 949 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0