მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » ლამაზ ქალბატონს
|
ეგ საოცარი ბროლის ყელი და ფიქალ მკერდზე, თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი ოქროს ღილები… ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი სახის ნაკვთები და ეგ თვალები,მოლოდინით გადაღლილები… თითქოს მიხმობენ ლაჟვარდებში სახე-ტიალო-დ და მეც მოვადექ,შენი ზეცის მაღალ კაბადონს… ამ ჩემი სულის ამღერებას, ლექსთა კონებად - მხოლოდ შენ გიძღვნი – შენ,ყველაზე ლამაზ ქალბატონს! |
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1027 |
დაამატა: zukaa
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|