ოთხშაბათი, 2024-05-15, 3:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 2 » ნიკო გომელაურის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ცხოვრება
7:26 AM
ნიკო გომელაურის ხანმოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ცხოვრება

გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტა ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

ნიკო გომელაურის ცხოვრება ძალიან მალე გავიდა. 39 წლის ასაკში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მსახიობი-პოეტი… ბევრი როლი და უფრო მეტი ლექსი. ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოსცა. მას ხუთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.. მისი ლექსები იყო და არის სპექტაკლივით. სწორედ ამიტომ ის იყო მსახიობი და შემდეგ პოეტი. “ძმები”, “ჯინსების თაობა”, “ჰამლეტი”, “კომედიანტები”, “კავკასიური ცარცის წრე” და სხვა კიდევ ბევრი სპექტაკლი, რომელშიც ნიკო გომელაური თამაშობდა. მას ავადმყოფობის დროსაც კი არ შეუწყვეტია მსახიობობა. ის იყო გრიობოედოვისა და თავისუფალი თეატრების მსახიობი. მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

12 აპრილს ნიკო გომელაურს ფონდ “იავნანას” ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო “იავნანას ფონდმა” მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს “თბილი სახლი” გადასცა. “მე მინდა მქონდეს თბილი სახლი” – ეს სლოგანი მას ეკუთვნის.

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 13 აპრილს გამთენიისას გარდაიცვალა.

მაგრამ მისი შემოქმედება მის ერთგულ მკითხველს თუ თეატრის მოყვარულს ყოველთვის ემახსოვრება.

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას,
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას…
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას…
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას…

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 2156 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 2
  • 2011-11-26
2
;)

vgijdebodi am adamianze
  • 2011-11-26
1
niko gomelauriks chanaweri leqsebi
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0