ოთხშაბათი, 2024-05-15, 7:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი...
10:05 PM
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი...
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1411 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0