ოთხშაბათი, 2024-05-15, 2:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი..
10:08 PM
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი..
ეს ყველაფერი უკვე იყო. ეს გზაც, მათ შორის.
ასეთი თოვაც ნანახი გაქვს - იცი, არ დადებს -
და უკვე თითქმის არაფერი აღარ გაშორებს
აღქმულ მიწას და მით უმეტეს აღარ გადარდებს,

რომ გამოსავლის შესავლიდან ისე გაზარდე
ბოლოსიტყვამდე უდაბნო, რომ ახლაც შესასვლელს
ეძებ ვენაში, ქანაანში, როლში, აზარტში,
რეაქციაში, სამოთხეში, ხანში, ვერსალში.

ქუჩაში, თოვლში მიაბიჯებ, როგორც მამონტი,
გადაშენების პირას მყოფი, პირში იგუბებ
თებერვლის სუსხს და თვალს ადევნებ, როგორ ამოდის
ცაზე და ყელში, ერთნაირად, მთვარე დიდუბის,

მთვარე მთაწმინდის, მთვარე ვერის, მთვარე მასივის,
მთვარე ლოტკინის, მთვარე გლდანის, თანაც ჯერ ასე,
თანაც არასდროს, თანაც ნაზი, თანაც ასევე:
ზამბახი, მტკვარი და მეტეხის თეთრი ტერასა -

ეს ყველაფერი უკვე იყო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0