შაბათი, 2024-05-18, 11:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
მე მაპატიეთ,მოგიჭერით სავალი გზები,
გადაგაქციეთ და გაგხადეთ ერთურთის მტრები,
სიმდიდრის ნაცვლად ხელში შეგრჩათ შავ-თეთრი ქვები,
თითქოს ისევ..... ამ ცხოვრებიდან ქრები...

მე მაპატიეთ დაგინგრიეთ ყველა ოცნება
სიცარიელეც ხომ ვერ გაძლებს მალე მოკვდება.
მაპატიეთ,მაპატიეთ რა...რა მოხდება
არ მოგბეზრდათ თეთრ ფურცელზე კალმით გოდება?

მე მაპატიეთ გაგიფუჭეთ ლამაზი კადრი,
არ მცოდნია მეგობრობის და ძმობის ყადრი..
მე მაპატიეთ თქვენი მხრიდან იქნება მადლი
დაიბრუნეთ ერთმანეთის ნდობა და ხათრი

და თუ ოდესმე მაპატიეთ ეს დიდი ცოდვა,
მადლობის ნაცვლად დაიტოვეთ უხამსი ბოდვა....

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1044 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წარსულში ცხოვრება,
ოცნების მონება.
უაზრო გოდება
იცანი ცხოვრება?
ნამდვილი ოცნება,
და დიდი ვედრება,
რა გსურს? გაგება?
უაზრო ვედრება?
არ გწყინს ოცნება?
ვერ ხვდები გშორდება?
ხელი გეშვება
და სული ბნელდება..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თუ კი დადგება წამი როდესაც, გულში იგრძნობ რომ აღარ გიყვარვარ
ნუ მაგრძნობინებ ისე დამშორდი, ვითომ ჩვენ ერთად არც კი ვყოფილვართ
შენ ნუ იდარდებ ჩემი ტანჯვისთვის, ჩვემს გრძნობებს ვცდი და თვითონ მოვუვლი
ჩამოვა ცრემლი ჩემს ცივ ლოყებზე და ხელის გულით ამოვიმშრალებ
და ნუ იფიქრებ ჩემზე იმ ფიქრით რომელსაც ქვია ის მწარე სიტყვა
ნუ გაგიჩნდება ის გრძნობა გულში რომელი გრძნობაც ასე არ მინდა (სიბრალული)
მე გავაგრძელებ ცხოვრებას ასე, - ჯერ მარტო, მერე შემხვდება ვინმე,
მაგრამ არ ვიცი შენ შეგედრება? თუმცა ვეცდები არც შეგადარო.
და ამ ყველფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ და გეტყვი რატომ
-ეს გრძნობა თბილი, ტკბილი და ნაზი შენით ვიგრძენი შენით ვიგემე,
ყოველთვის ვგრძნობდი და მქონდა შიში რომ დადგებოდა ოდესმე ეს დღე,
მაგრამ ვფიცავარ ამის მოსმენა ყოფილა თურმე ფიქრებზე მწარე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 945 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ფრაგმენტალური მოგონებებით
ვაწყობ მე შენთან შეხვედრის კადრებს,
მაგრამ ვერაფრით წრე ვერ შევკარი, ვერ მივადექი შენს გულის კარებს.
გაუცხოვების უხილავ ფარდას,
დამაშორებელს ჩვენი სულების,
მე ვდევნი ყოველ შეჯახებისას
სამანებიდან ჩვენი ხილვების.
იქნებ ეს ღამე მოკავშირეა?!
ჩვენ მისით ვიგებთ ჩვენ ჩვენს რაობას
და ვიდრე ღამეს არ გავათენებთ
ჩვენ ვერ მივაღწევთ თანაფარდობას?
ვინ იცის ?! გზა კი, ისევ გრძელდება
და შენ ისევე ისე მშორდები,
მომეცი შანსი და შენ იხილავ,
მზეს რომ ხვდებიან დილის ვარდები.
არ მიმატოვო,არ დაიჯერო,
ამ წამიერი შემოღამების,
არ მავიწყდები მე შენ არასდროს,
და არც ღიმილი შენი თვალების.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ
უბრალოდ ისე როგორც არავინ მყვარებია
თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა
მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია.
არ ვივი რა მიზეზით რატომ ან რის გამო
არ ვიცი შენ მე რატომ უნდა შემიტვარო
მე მხოლოს ის ვიცი რომ ერთადერთო
რომ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ.
მუდამ შენზე ვფიქრობ მუდამ შენზე ვდარბოდ
მუდამ მენატრები ჩემტან რომ არა ხარ
მინდა გიპოვო და გითხრა გაგრძნობინო
თუ როგორ ძალიან უბრალოდ მიყვარხარ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 979 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წუხელ მესიზმრე გეფერებოდი
გულს ვიჯერებდი შენი ალერსით
ფერებ-ფერებით თავს გევლებოდი
ჩემი იყავი მთელი არსებით.
გეფერებოდი და შენთან ყოფნა
რატომღაც ისევ მენატრებოდა
გამეღვიძა და ძლიერ გინატრე
ნეტავი სულ არ გამღვიძებოდა.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0