შაბათი, 2024-05-18, 8:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ჩემგან წახვედი, მე კი გეძებდი
არ მინახიხარ დიდი ხანია.
მერე რა თუ კი უკვე გავლოთდი
შენ არ იჯავრო ჩემი ბრალია.
მე ხომ ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი
მენატრებოდი მუდამ ძალიან
დარდი რომ მქონდა მიტომ გავლოთდი
შენ არ იდარდო ჩემი ბრალია.
მე გამალოთა ჩემმა ცხოვრებამ
ღვინოს ვაყოლებ სევდასაც, დარდსაც
ჩემსავით სხვასაც რომ ყვარებოდი
გაალოთებდა ცხოვრება მასაც.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 976 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.

ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.

მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.

გახსნი ბარათს, წაიკითხავ,
წარსულს დაუბრუნდები,
მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს
სინამდვილის ხუნდები.

რა მწარეა მოგონება
დღეთა გარდასულისა,
რა ძნელია დაოკება
ვნებააშლილ სულისა...

და როცა ქალს ვნება ახრჩობს,
გული რითი გაართოს,
ჟინიანად დახევს ბარათს,
მაგრამ... უმისამართოს.

დაეძებ და ვერ იპოვე,
გაგიცრუვდა მიზანი,
მე კი გულის გასართობად
კიდევ გამოგიგზავნი

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1024 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,
და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
ეს არის გრძნობა, მარადიული,
გრძნობა რომელიც იყო ციური,
რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ,
ასე ამბობენ ჩვენამდე მარად,
ეს არის ცხოვრება..
რა არის ცხოვრება?
ეს არის გოდება,
ოცნების მონება,
ღვთის მიერ ბოძება.
შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება,
მე კი ვერ ვხვდები,
მორევში ვეშვები,
წარსულში ვებმები..
შეცდომებს ვერ ვხვდები..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 958 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1031 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?..
გახედე,გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია!..
მარტი,აპრილი,მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია...
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1064 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0