კვირა, 2024-05-05, 1:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

საით მშვიდობავ? საით ინებებ...
აშვებულია ჩემი აფრები.
ზევით თუ ქვევით, საით მომიხმობ
ყველგან ვიქნები შენი თანმხლები.

ო, ეს სიტყვები შენი სიტყვები,
მარადისობის მზით შენაფერი,
თავს ვერ დავახწევ მე მათ დინებას
სიცოცხლისა და მაისის ფერი.

საიდან საით?რა დაგრჩენია
ამ ცოდვიანი მოდგმის სასრულში?
ხსნა ხარ შენ ჩემი და აღმაფრენა,
მიხსენი შენში,დიდ სიყვარულში.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული,
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 923 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ამ უსაშველო შემოღამებით
მე უიმედოდ გადამავიწყდი,
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე
თმები მაისის ქარით ნარწევი.

შენი ღიმილი ,შენი ტუჩები,
და საოცნებო შენი თვალები,
რა მეშველება,საით მივდივარ,
სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.

არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს,
როდის ვიქნები შენით ნაშველი?
ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა
და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.

ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს
შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები,
არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის,
მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები.

ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება
და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს,
მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები,
გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1040 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

წვიმდა და ზეცა
მიწას ცრემლად ჩამოდიოდა,
მეც ვტიროდი და
ცრემლები ღვარად მდიოდა,
რატომ ვტიროდი?
იმიტომ რომ მენატრებოდი,
თვალს დავხუჭავდი
თვალებს მიღმა მელანდებოდი.
სიზმარშიდაც კი,
სიზმარშიდაც ჩემთან იყავი,
გავიღვიძებდი, ცხადში
უკვე აღარ იყავი.
ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა
სულსა და გულსა,
დაბრუნდი ჩემთან და
გამიხარე გული ბედკრულსა!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1013 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ ერთადერთო ჩემო იმედო,
ჩემი ცხოვრების შენ ხარ ნათება,
არ იქნებოდა ქვეყნად ოცნება
და არც იმედის გამონათება
ცოდვილი სულის შენ ხარ წამალი
უშენოდ კვდება ქვეყნად ცხოვრება
ნუ მიღალატებ ამას გთხოვ მხოლოდ
ნუ შეიწირავ ამ ჩემს ცხოვრებას!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1037 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

rogor bavshurad miyvarxar exla,
rogor gulwrpelad mjera me sheni
shen daeuple sivrceebs ukve
elva xar camde totebgashlili....
moulodnelad shemodis game,
da sulshi titqos rijraji dgeba
chvens shoris chadga es grdzeli game,
magram chven mudam viqnebit ertad!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1136 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით.
შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა.
ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს...
რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში.
გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება,
ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის,
გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 926 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს,
ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს,
გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.

დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს,
წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია.
და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, -
უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.

მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი.
იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან,
თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი...
თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 969 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0