კვირა, 2024-05-05, 1:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება.
მე კი ჩემს გრძნობებში აწურული,
შენი უხმო ლანდი მენატრება....
ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი,
ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება.
მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი,
დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება...
ჰოი რა დღეები გაფრენილან
ვნანობ და ჩემი თავი მენანება,
შენი ალერსი მენატრება...
მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ,
წლები კი რა უაზროდ მეფანტება.
ისე დავიღალე მარტოობით
შენი მონატრებაც მენატრება. :*
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 972 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე...
შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე,
ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ.
იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე?
სიძულვილით არის კაცის გული სავსე,
შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ,
გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო....
და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო?
ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?"
და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას,
რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერ
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 993 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს,
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ….
ო, რა მონდომებით ვამზადებდი შენთვის ფერად–ფერად მისალოცებs
ნეტა მაშინდელი სიხარული შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე და არ დამჭირდება დაფიცება,
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები, არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,შენთან განშორების სინანული….
შენი მონატრება ტკივილია,თურმე ასე არვინ მყვარებია…
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც შენი გახსენების წამებია…
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები,
ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს,
ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და
ანგელოზურად მეტყვიან სალამს.
ამ წელს სიყვარულის ღმერთი გამიცინებს,
ეს ღამე ლამაზად უნდა გავათენო,
გვერდს დამიმშვენებენ ზეცის მოციქულნი,
დილით გამიღიმებს მთელი საქართველო.
დილით გამიღიმებს მთელი საქართველო,
უნდა გამოვცალო სიკეთის ფიალა,
წელო ლამაზო და წელო დღენათელო,
უნდა მომირჩინო წელს ყველა იარა.
მუხლზე დაცემული ფეხზე წამოვდგები,
ძველ წელს გავატან დარდსა და ვარამს,
ანგელოზები მეკვლედ შემოვლენ და
ანგელოზურად მეტყვიან სალამს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1058 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს,
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით,
ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს,
იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი!
თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო,
შენ ხარ პირველი და ერთადერთი?!
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს,
ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი!
მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი,
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო
მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1000 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 994 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

tuki cremlebi ar dagdenia,
mas ver gaugeb vinc axla tiris...
tuki aravin ar gyvarebia,
rogor gaugeb am molodins...
tu gameebi ar gitevia,
ver sheigrdznobdi dadgomas dilis...
tu siyvaruli ar gigemia,
visac uyvarxar ar gesmis imis...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 954 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-01 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0