კვირა, 2024-05-05, 5:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » ლექსები
უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.
ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.
ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.
ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1028 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

შენ რომ გიყვარვარ, ეს ვიცი თორემ
შევიყვარებდი სხვა ვინმეს მაშინ.
სევდიან თვალებს რა ვუყო თორემ,
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
მდინარე მოჰქუხს , არ ვეძებ ფონებს
ცხოვრება არის ,ო, როგორ მკაცრი
ნაღვლიან თვალებს რა ვუყო თორემ
დარდს და სინანულს გაუძლებს კაცი.
ნატვრა ტკბილია, ყველაზე ტკბილი
უკამკამესი როგორც მთის წყარო,
ნატვრა იგია, როცა გიყვარს და
უფლება არ გაქვს, რომ შეიყვარო!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1055 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 956 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 976 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ,
მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ,
მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,

მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები,
შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი,
შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება,
შენი კოცნა და შენი გამოხედვა,

მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან გიხსენებ,
ჩემო ნანატრო მომნატრებიხარ და მიტომ გიწერ,
მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,
არ გესმის კიდევ?მე დაგიკივლე და გაიგე ოღონდ ეს ისევ,

მომნატრებიხარ ჩემო ნანატრო და მე ლექსს გიწერ

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1034 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

cxovrebas omi daarqves, magram ra chemi bralia.
mshvidobiT minda vicxovro, mshvidoba chemi valia.
ar minda mudam visrode da mshobels guli davwyvito
kavshiri siyvarulisa erTi shecdomiT gavwyvito.

ar minda magram momiwevs, es chiri gadavitano
da mashin roca movkvdebi saflavshi Tan chavitano
cxovrebis azri davkarge, agarc zafxuli maxarebs,
yoveli dgis gaTeneba, shishs da sinanuls amyarebs.

shishi quchashi gamosvlis, shishi dgisa Tu gamisa
bevr ojaxs gaaxdenia zgva wuxilis da dardisa.
ar minda shishis monoba. arc is rom sadme davece.
ubralod minda cxovrebas, sadme dzaan shors gaveqce...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1377 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

miyvarda sheni tvalebi
me sheni suntqvac miyvarda
miyvarda cecxlis alebi
chemi fiqri rom ikravda

sheni xelebi miyvarda
ori lamazi arseba
piri verafers idzaxda
tvali yvelafers avsebda

miyvarda sheni zmaneba
sheni arseba miyvarda
mec ukve ena dameba
guli ki fiqrebs isxavda

sheni gimili miyvarda
sheni tvalebis cimcimi
guli yvelafers itans da
shen mainc isev icini

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: zukaa | თარიღი: 2011-04-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 61 62 »

საიტის მენიუ

კალენდარი

«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0