ხუთშაბათი, 2024-05-16, 2:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

ForYuoRLove.TK

მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » თუმცა კვლავ ველით, შველას იმ ცისგან..
10:09 PM
თუმცა კვლავ ველით, შველას იმ ცისგან..
ისე ჩამოწვა ხეებზე ნისლი,
თითქოს სუდარა გადაიფარეს,
ისევ ნამავდა ყვავილებს სისხლი,
ფოთლებმაც ისევ არ დაიფარეს...

ეს გულყვითელაც ისე ნავარდობს,
ეტყობა მუზას ჩუქნის ბუნებას,
ამ ბუჩქზეც კვირტი ისევ არ ვარდობს,
და ვერც მგოსანი იქმნის გუნებას...

ყურძნის მტევნები სხეულს იბანენ,
არცა რცხვენიათ თითქოს სიშიშვლის,
ყველა შეჰყრუებს, რაღას იზამენ?..
მაგრამ ძალა კი არ აქვთ, იქ მისვლის..

მიწა პირ ღია ყლაპავს ცის წვეთებს,
ბალახებს თელავს წვიმის არმია,
საფლავნი ქმნიან წმინდანთა ზეთებს,
წვიმა ფოთლების სველი შარმია...

ზეცას უხდება შავი სითეთრე,
მიწას სიწმინდის ნაზი სურნელი,
გამოცოცხლება უნდათ, მზის ქვეყნებს..
თორემ ტემპია რაღაც სულ ნელი...

ხალხი არ დაძრწის გარეთ, უსაქმოდ,
მიწა ისვენებს ცოდვილ ტერფთაგან,
საქმეც არ ხდება უკვე უამქროდ..
არც ჩვენსკენ არის ვინმე მტერთაგან...

გულიც შეიპყრო ბრაზმა სიმწრსიგან:
- სულ უფლის ხარჯზე, ხომ არ ვიქნებით?..
თუმცა კვლავ ველით, შველას იმ ცისგან..
სადაც მუდამ ვართ ჩვენი ფიქრებით...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: zukaa
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

კალენდარი

«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩვენი გამოკითხვა

Опросы

მოგწონთ საიტი??


Всего ответов: 678
 

მინი-ჩეთი

200

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0